საბერძნეთში მღვდელმა შვიდ მიტროპოლიტს მჟავა შეასხა
საბერძნეთში მღვდელმა შვიდ მიტროპოლიტს მჟავა შეასხა

საბერძნეთში მღვდელმა შვიდ მიტროპოლიტს მჟავა შეასხა. შემთხვევა პეტრაკის მონასტერში მოხდა, სადაც ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი იკრიბება.

როგორც მედია იუწყება, შეკრებაზე თავდამსხმელი სასულიერო პირისთვის მღვდლობის შეჩერების საკითხი უნდა განეხილათ.

დაშავებული მღვდელმსახურები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასულიერო პირების გარდა, დაშავდა ერთი სამართალდამცველი და კიდევ ერთი პირი, რომელიც მიტროპოლიტების დახმარებას ცდილობდა.

სასულიერო პირები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. მისი განცხადებით, ოთხი მიტროპოლიტი კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს, ერთს სხვა საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც მას პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდება. კიდევ ორ მიტროპოლიტს კი, თვალის კლინიკაში მოათავსებენ.

საქმე პირად კონტროლზე აიყვანა პრემიერ-მინისტრმა. მომხდარი დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა.