საბერძნეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საბერძნეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 12 700 შემთხვევა, აქედან ნახევარი აგვისტოს თვეში დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში გამოვლენილია ინფიცირების 287 ახალი შემთხვევა.

საბერძნეთში ყველა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. ამასთან, მთავრობა მკაცრი კარანტინის ხელმეორედ გამოცხადებას არ გეგმავს.