საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გაცემაზე მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდა
საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გაცემაზე მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდა

საბერძნეთმა მკაცრი ჯარიმები დააწესა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გაცემაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის ცენტრის თანამშრომელი ათეულობით ადამიანისთვის ყალბი დოკუმენტების მოპოვებაში დახმარების გამო საქმიანობას ჩამოაშორეს.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ტანოს პლევრისის განცხადებით, პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 5 000 ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს ვაქცინაციის, ტესტირების და ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ცნობების გაცემის გამო, ხოლო ის კერძო სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლოა, ყალბი დოკუმენტები გაიცეს, 50 000 ევრომდე დაჯარიმდება.

„ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებების ჩადენას გეგმავენ, უნდა იცოდნენ, რომ მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, გადაიხდიან თანხას და მათ წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს“, – აღნიშნა ფლევრისმა.