საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო სკოლების გახსნა 14 სექტემბრამდე გადაიდო
საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო სკოლების გახსნა 14 სექტემბრამდე გადაიდო

საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო სკოლების გახსნა 14 სექტემბრამდე გადაიდო.

ინფორმაციას „როიტერი“ საბერძნეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით აკეთებს.

„ყველა მშობელს მოვუწოდებთ, მომდევნო დღეებში დაბრუნდნენ ბავშვებთან ერთად სახლებში და დარწმუნდნენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არინ, ვიდრე გაკვეთილებს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის სკოლებში პირბადეების ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 10 524 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 271 ადამიანი.