საბერძნეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგები ყოველდღე აღარ ჩატარდება
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველდღიური სატელევიზიო ბრიფინგები, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსის სტატისტიკას აცნობდნენ, აღარ გაიმართება.
როგორც მთავრობის წევრები აცხადებენ, ამის ნაცვლად, „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს მხოლოდ კვირაში ერთხელ გააცნობენ.
„ოთხი თვის შემდეგ, ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით. პირადად მეც მსურს დავუბრუნდე ჩემს საქმეს და მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პრესპიკერმა, რომელიც კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების მონაცემებს მოსახლეობას ყოველდღიურად აცნობდა.
„თუ კვლავ დაგვჭირდება ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება, მაშინ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ სიტუაცია გართულდა“, – განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
საბერძნეთში 27 მაისის მონაცემებით კოვიდინფექცია 2 800-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული, რომელთაგან 1 374 განიკურნა. გარდაიცვალა 173 ადამიანი.