საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეში პილიგრიმად იმყოფებოდა. საბერძნეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

საბერძნეთში კორონავირუსის 66 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კარანტინში მოათავსეს ერთ-ერთი ბორანის მგზავრები მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. მას კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ. კუნძულ ლიმნოსთან მდგარი გემის ბორტზე 341 მგზავრი და ეკიპაჟის 77 წევრი იმყოფებოდა.