საბერძნეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საბერძნეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულებს შორის არიან ერთ-ერთ ხომალდის ეკიპაჟის წევრები და თავშესაფრის მაძიებელი ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულთა შორის საბერძნეთში დროებით თავშესაფარში მყოფი მიგრანტიც აღმოჩნდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა, ისინი არკვევენ იძულებით გადაადგილებული პირის ინფიცირების წყაროს და ვარაუდობენ, რომ ის საავამდყოფოში გახდა ავად.

ინფიცირებული მიგრანტი ერთ-ერთ იმ 2500 იძულებით გადაადგილებული პირიდანაა, რომლებიც საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილში მდებარე ბანაკს აფარებენ თავს.

როგორც საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბანაკში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის უკვე მოწყობილია იზოლირებული ადგილი, სადაც ვირუსის გავრცელების შემთხვევაში მიგრანტების ნაწილს გადაიყვანენ.

საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს აღრიცხეს. ახლა დაავადებულია 1314 ადამიანი, 49 კი გარდაიცვალა.