საბერძნეთში ხანძრით დაზარალებულ მოქალაქეებს გადასახადებისგან გაათავისუფლებენ

12:15, 25.07.2018

საბერძნეთის ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 20 მილიონ ევროს გამოყოფს. მუნიციპალური მთავრობა კი გეგმავს გადასახადებისგან გაათავისუფლოს ხანძრისგან დაზარალებული მოქალაქეები.

კომპენსაციების ოდენობა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც სტიქიით მიყენებული ზარალის შეფასება მოხდება.

ხელისუფლება ასევე მზად არის სტიქიის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ფინანსური დახმარება მიიღოს მოქალაქეებისგან.

ატიკას რეგიონში ხანძარს ბოლო მონაცემებით, 77 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი