საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს
საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის ატიკას რეგიონში ცეცხლის  ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

ხანძარი აღნიშნულ რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა.

35 წლის საბერძნეთის მოქალაქე სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანში წარდგება. როგორც გამოძიება აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა აღნიშნული პიროვნება დაკავშირებული ამავე რეგიონში მდებარე ქალაქ მატიში გაჩენილ ხანძართან.

შეგახსენებთ, ატიკას რაიონში მდებარე ქალაქ მატიში 23 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 190 დაშავდა. გამომძიებლები არ გამრიცხავენ, რომ საკურორტო ქალაქში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.