საბერძნეთში ხანძრის გამო, საელჩოს დახმარებისთვის საქართველოს სამმა მოქალაქემ მიმართა, ერთ-ერთი უშუალოდ სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს
საბერძნეთში ხანძრის გამო, საელჩოს დახმარებისთვის საქართველოს სამმა მოქალაქემ მიმართა, ერთ-ერთი უშუალოდ სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს

ათენში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს  და ცხელი ხაზის ნომერს +306995779793  აქვეყნებს. სწორედ ამ ნომერზე შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ათენთან გაჩენილი ხანძრის გამო, საჭიროების შემთხვევაში, საელჩოს დაუკავშირდნენ.

საელჩოს ინფორმაციით, გუშინ ღამით უწყებას საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდა, რომელთაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ერთი ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს.

„ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც  შესაბამისი დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანაშრომლების მიერ ხანძრის ზონიდან გამოყვანილი იქნა.

მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელეთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რაზეც საქართველოს საელჩოს როგორც ყოველთვის მყისიერი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, უწყების ოფიციალურ გვერდზეა  განთავსებული.