საბერძნეთში ხანძრის დროს დაკარგულთა ცხედრებს ეძებენ [ფოტო/ვიდეო]
საბერძნეთში ხანძრის დროს დაკარგულთა ცხედრებს ეძებენ [ფოტო/ვიდეო]

საბერძნეთში, ქალაქ მატის სანაპიროსთან ხანძრის დროს დაკარგულთა ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ.

სტიქიის ზონაში დღეს დაიწყეს ხანძრის დროს დაღუპულთა დაკრძალვაც. მატის ეკლესიაში გარდაცვლილთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადეს. ეკლესიაში მატის მცხოვრებლები და სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოქალაქეები შეიკრიბნენ, სანთლები აანთეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ხანძრისგან ზღვის სანაპიროზე გაქცეული მოქალაქეები ჩანან.

შეგახსენებთ, რომ ათენის სიახლოვეს მდებარე ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას 90 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძრის დროს ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობამ ზღვის სანაპიროს შეაფარა თავი. მათ რამდენიმე საათი წყალში გაატარეს. სწორედ ამიტომ, ცხედრების ძებნა უკვე მეორე დღეა წყალშიც მიმდინარეობს.

 

დატოვე კომენტარი