საბერძნეთში ხანძარს მოხალისე მეხანძრე ემსხვერპლა
საბერძნეთში ხანძარს მოხალისე მეხანძრე ემსხვერპლა

საბერძნეთში ხანძარს მოხალისე მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

38 წლის მამაკაცს ქვეყნის დედაქალაქ ათენის გარეუბანში ელექტროენერგიის ბოძი დაცა.

საბერძნეთში ხანძრის ეს უკვე მეორე მსხვერპლია. ქვეყნის მასშტაბით, ექვს ადგილას მაღალი საფრთხის რეჟიმია გამოცხადებული. საბერძნეთში მეხანძრეები ამ დროისთვის 154 ადგილას ებრძვიან.

ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარი ათენის ჩრდილოეთით, ანტიკური ოლიმპიას მახლობლად და კუნძულ ევიაზეა გავრცელებული. ცეცხლმა ათენის გარეუბნებში სახლები და ავტომობილები გაანადგურა. ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.