საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს
საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს

საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს.

ინფორმაციას „როიტერი“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებული პირი საბერძნეთში, როდოსის კუნძულზე მდებარე თურქეთის საკონსულოში მუშაობდა და ის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქის გარდა, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია საბერძნეთის ერთი მოქალაქეც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე დაკავებული მუსლიმია.

დაკავებულებიდან ერთ-ერთს ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მდებარეობის ამსახველი ფოტოების თურქეთისთვის მიწოდება ედება ბრალად.

„როიტერი“ წერს, რომ ეს ფაქტი სავარაუდოდ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.