საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია
საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერძნული მხარის შეტყობინებით ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია. გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ შუშის კარის გატეხვა სცადა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დაიღუპა.

„საკონსულო უკვე ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მოქალაქე კი, დაკავებულია“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.