ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის მოხდა. ორი მძარცველი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციისგან თავის დაღწევის მცდელობისას, ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, თუმცა მინის ჩამსხვრევის დროს მას ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა. დაშავებული და მისი თანამზრახველი პოლიციამ დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დატოვე კომენტარი