საბერძნეთში, დელფოსის ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს სამუშაო შეხვედრაში -„უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში იმყოფება. ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრამოპულოსი.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე – „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“. ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რეგიონულ და გლობალურ სისტემაში.