საბერძნეთში დაჯავშნული ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც მსჯავრდებულები გადაჰყავდა
საბერძნეთში დაჯავშნული ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც მსჯავრდებულები გადაჰყავდა

საბერძნეთში დაჯავშნული ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც მსჯავრდებულები გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი პოლიციელი და ექვსი მსჯავრდებული.

ავარია კორინთის-ტრიპოლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. პოლიციის ავტობუსს პატიმრები კორინთიდან საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტრიპოლის ციხეში გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა არც ერთ მათგანს მძიმე დაზიანებები არ აქვს მიღებული.