საბერძნეთში ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩასული ტურისტები ვალდებულები იქნებიან, „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარონ
საბერძნეთში ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩასული ტურისტები ვალდებულები იქნებიან, „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარონ

საბერძნეთში ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩასული ტურისტები ვალდებულები იქნებიან, „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარონ.

მათ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ ტესტის პასუხი პასუხი ნეგატიური იქნება.

ამასთან, საბერძნეთში ჩასვლის მსურველებს ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ ჩატარებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში შევა. შეზღუდვა არ შეეხებათ საბერძნეთის მოქალაქეებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ბულგარეთსა და რუმინეთში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო.

ბულგარეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 10 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება რუმინეთს, ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს აჭარბებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუმინეთში ვირუსის 40 163 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2 101 ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი