საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან.

მედიის ცნობით, ათენთან 30 კილომეტრით დაშორებულ საკურორტო ქალაქ ნეა მაკრის გარეუბანში ხანძარი გაჩნდა. მოსახლეობის ან მეხანძრეების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე 110 მეხანძრე და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარე წელს ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო კუნძულ ევიასა და ათენის რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად ასობით სახლი დაიწვა და 200 ათას ჰექტარამდე ტერიტორია განადგურდა.