საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ხანძარი ათენის მახლობლად, სოფელ აფინში გაჩნდა.
ჩაქრობის პროცესში 250 მეხანძრეა ჩართული. ასევე, ქრობის პროცესში მონაწილეობას იღებს 12-მდე ვერტმფრენი.
მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწია, ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღეს ახლომდებარე რაიონებმაც.
ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ქარიც.