საბერძნეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

12:36, 31.07.2019

საბერძნეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ძლიერი ბიძგები ტურისტულ კუნძულ კრეტაზე, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, მიწისქვეშ 66 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

კრეტის ქალაქ ჰერკლიონთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

მსგავსი