საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვაა
საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვაა

საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვაა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ქვეყნის ორი უმსხვილესი პროფკავშირია.

გაფიცვაში 30 ათასამდე სახელმწიფო მოხელე და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ისინი მკაცრ ეკონომიკურ ზომებს აპროტესტებენ.

დემონსტრაციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბერძენი ხალხის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რისი მიზეზიც ძირითადად შემცირებული საპენსიო განაკვეთები და ხელფასებია.

გაფიცულ პირებს ასევე ახალგაზრდების დასაქმების მხრივ ბუნდოვანი მომავალი აფიქრებთ. გაფიცვის გამო, პარალიზებულია საჯარო სამსახურები, სკოლები.

შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საავადმყოფოები, სადაც მხოლოდ გადაუდებელი დახმარების ბრიგადები მორიგეობენ.

დატოვე კომენტარი