საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 2021 წელს როუმინგი სრულად გაუქმდება
საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის როუმინგი სრულად გაუქმდება.
ორივე ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რომ როუმინგის საფასური დაწიონ.
აღნიშნულ შეთანხმებას საბერძნეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა, ნიკოს პაპასმა და მისმა ჩრდილოეთ მაკედონიელმა კოლეგამ, დამიან მანჩევსკიმ სკოპიეში მოაწერეს ხელი.
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის სახელწოდება გასულ კვირას შეიცვალა და მას უკვე ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიას უწოდებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის უთანხმოება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.