საბერძნეთმა თურქეთის ხელისუფლებას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებაზე უარი განუცხადა
საბერძნეთმა თურქეთის ხელისუფლებას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებაზე უარი განუცხადა

თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთს ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარება შესთავაზა, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა. ინფორმაციას Associated Press – ი ავრცელებს.

გუშინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვერტმფრენები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ ბერძნებს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ბერძენმა კოლეგამ მას შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა დახმარებაზე უარი განუცხადა.

საბერძნეთში არსებული მდგომარეობის გამო მწუხარება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტმაც და განაცხადა , რომ ანკარა მზადაა ათენს დაეხმაროს.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროის მონაცემებით,  დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი.