საბერძნეთმა რუსი დიპლომატები გააძევა
საბერძნეთმა რუსი დიპლომატები გააძევა

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, ორს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kathimerini ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა დიპლომატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

საბერძნეთის მთავრობა თვლის, რომ დიპლომატები საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.