საბერძნეთმა რუსეთიდან ელჩი გაიწვია
საბერძნეთმა რუსეთიდან ელჩი გაიწვია

საბერძნეთმა რუსეთიდან ელჩი გაიწვია. ბერძნული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩი რუსეთს რამდენიმე დღეში დატოვებს, სანაცვლოდ კი ოფიციალური ათენი სხვა დიპლომატს გაგზავნის.

საბერძნეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ათენმა მოსკოვი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი გააძევა, ორს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საბერძნეთში ამბობენ, რომ რუსეთი საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

დატოვე კომენტარი