საბერძნეთმა ევროკავშირს მოუწოდა, წევრ სახელმწიფოებს მისცეს შესაძლებლობა, მიგრანტების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში თავშესაფრის განაცხადების მიღება დროებით შეაჩერონ

01:35, 02.10.2026

საბერძნეთმა ევროკავშირს მოუწოდა, წევრ სახელმწიფოებს მისცეს შესაძლებლობა, მიგრანტების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში თავშესაფრის განაცხადების მიღება დროებით შეაჩერონ.

საბერძნეთში აცხადებენ, რომ არსებული წესები მასშტაბური მიგრაციული ნაკადების, მათ შორის სეუტაში ზაფხულში განვითარებული მოვლენების სამართავად საკმარისი არ არის.

წინადადება საბერძნეთმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგინა. ინიციატივას რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც მოჰყვა.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი გზა. სეუტას მსგავსი შემთხვევები უნდა განიხილებოდეს როგორც საზღვრის მართვის და არა თავშესაფრის საკითხი“, – განაცხადა ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა, ბარტ ვან დენ ბრინკმა.

საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ ივნისში ამოქმედებულმა ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალმა პაქტმა მიგრაციული ნაკადების მართვის შესაძლებლობები გაუუმჯობესა, თუმცა ეს „საკმარისი არ არის“.

„ასეთ შემთხვევებში უნდა გაძლიერდეს საზღვრის კონტროლი და შეჩერდეს თავშესაფრის განაცხადების მიღება“, – განაცხადა პლევრისმა.

მსგავსი