საბერძნეთის სანაპირო დაცვა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავს ეძებს
საბერძნეთის სანაპირო დაცვა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავს ეძებს

საბერძნეთის სანაპირო დაცვა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, განგაშის შესახებ სატელეფონო შეტყობინება სამაშველო სამსახურში ნავზე მყოფი ერთ-ერთი მიგრანტისგან მიიღეს, რომელიც იტყიბინებოდა, რომ ძრავის გაუმართაობის გამო, ნავს გადაადგილების პრობლემები შეექმნა.

ნავზე 45 ლტოლვილი იმყოფება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში სამაშველო ხომალდების გარდა, ავიაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი თევზსაჭერი გემებიც არიან ჩართული.

ხმელთაშუა ზღვაში გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში 1100 -მდე მიგრანტი იტალიის სანაპირო დაცვამაც გადაარჩინა. მიგრანტები ათი გასაბერი ნავის საშუალებით, ზღვის გადაკვეთასა და ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ. 


სწორედ საიმიგრაციო კრიზისი იქნება მთავარი განსახილველი საკითხი 29-30 ნოემბერს კოტ-დ’-ივუარში აფრიკული კავშირისა და ევროკავშირის რიგით მეხუთე სამიტზე, რომელში 80-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაური მიიღებს.

დატოვე კომენტარი