საბერძნეთის საჯარო სექტორის პროფკავშირმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა
საბერძნეთის საჯარო სექტორის პროფკავშირმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა

საბერძნეთის უმსხვილესმა საჯარო სექტორის პროფკავშირმა 24-საათიანი სახალხო გაფიცვა გამოაცხადა.

გაფიცვაში მონაწილეობენ მეტროს, ტრამვაის, რკინიგზის, პორტის თანამშრომლები, ავიადისპეჩერები და ტაქსის მძღოლები.

სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ითხოვენ ხელფასის გაზრდას, ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში დაქირავებული პერსონალის რაოდენობის გაზრდას.

სოლიდარობის ნიშნად, გაფიცვას შეუერთდნენ ეროვნული და ადგილობრივი მატარებლების თანამშრომლებიც.

ყველა შიდა და საერთაშორისო რეისი, ასევე საზღვაო ტრანსპორტი პირეუსის, ლავრიოსა და რაფინის პორტებში 24 საათის განმავლობაში გაუქმდა.