საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტყის ხანძარს ებრძვიან

12:59, 05.07.2026

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტყის ხანძარს ებრძვიან.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად სამი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. დამწვარია სახლები და ქარხანა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ტყეში ხანძარი გუშინ, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე გაჩნდა.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელმაც ხანძარი გამოიწვია, 76 წლის მამაკაცია და ის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამართალდამცავების ცნობით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

მსგავსი