საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დათო მაღრაძის პოემის, „ბარაქიანი მიწის“ ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება
საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს და გამომცემლობა Entypios-ის ინიციატივით, არისტოტელეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 4 დეკემბერს დათო მაღრაძის პოემის, “ბარაქიანი მიწის“ ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია არისტოტელეს უნივერსიტეტში გაიმართება.
პოემა გამომცემლობა Entypios-მა გამოსცა და მისი პირველი პრეზენტაცია 2026 წელს თესალონიკის 22-ე წიგნის ფესტივალზე შედგა.
ბერძნულ ენაზე წიგნი ნინო ლუკაშვილმა თარგმნა.