საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციამ არეულობისას 18 ადამიანი დააკავა

19:12, 02.11.2025

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციამ არეულობის დროს 18 ადამიანი დააკავა.

გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით კონცერტიდან მომავალი ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა თურქეთის საკონსულოს დაცვის თანამშრომლებს, რა დროსაც დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა.

ინცინდენტისას ასევე დაზიანდა ექვსი ავტომობილი, მათგან ორი სრულად დაიწვა. ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნასაც.

მსგავსი