საბერძნეთის პრემიერი - თურქეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მივიჩნევ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, საკომუნიკაციო არხები ღიად შევინარჩუნოთ
საბერძნეთის პრემიერი - თურქეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მივიჩნევ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, საკომუნიკაციო არხები ღიად შევინარჩუნოთ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიუღებელი განცხადებების მიუხედავად, ათენს ანკარასთან საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნება სურს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თურქეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მივიჩნევ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, საკომუნიკაციო არხები ღიად შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული კუნძულების დაკავებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, გააკეთოს რაც საჭიროა, როცა ამის დრო დადგება.