საბერძნეთის პრემიერი – საბერძნეთში მივესალმებით მხოლოდ მათ, ვისაც ავირჩევთ, არასასურველ პირებს გავაბრუნებთ
Main opposition New Democracy conservative party leader Kyriakos Mitsotakis speaks during an interview with Reuters at the party's headquarters in Athens, Greece, April 8, 2019. Picture taken April 8, 2019. REUTERS/Alkis Konstantinidis - RC1EA0039AC0
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანა კარს დაუხურავს ყველა იმ მიგრანტს, რომელსაც საბერძნეთში ცხოვრების უფლება არ ექნება.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა პარლამენტს მოსთხოვა, დაამტკიცოს კანონი, რომლის მიხედვით თურქეთთან საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე განთავსდება, კუნძულებს კი, დამატებით 800 მესაზღვრე გააკონტროლებს.
პრემიერის თქმით, საბერძნეთი საზღვაო საპატრულო ოპერაციების მოდერნიზებასაც იწყებს.
„საბერძნეთში მივესალმებით მხოლოდ მათ, ვისაც ავირჩევთ. არასასურველ პირებს უკან გავაბრუნებთ. სამუდამოდ დავუხურავთ კარს ადამიანებით ვაჭრობას“, – განაცხადა პრემიერმა.