საბერძნეთის პრემიერი მასშტაბურ ხანძარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს
საბერძნეთის პრემიერი მასშტაბურ ხანძარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს

საბერძნეთში მასშტაბურ ტყის ხანძარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იღებს. ეს განცხადება ციპრასმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

პრემიერმა ოპონენტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მეხანძრეების, მაშველების და პოლიციელების კრიტიკისგან, რადგან ამ ადამიანებმა მძიმე ვითარებაში ყველაფერი გააკეთეს სტიქიის ზონაში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად.

საბერძნეთის პრემიერი პირობას დებს, რომ უკანონო მშენებლობის შესახებ გამოძიება დაიწყება და ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთონ ამ პროცესში.

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 87 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულები. 100-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით სერიოზული მტკიცებულებები არსებობს.

დატოვე კომენტარი