საბერძნეთის პრემიერი - ჩემს ვერტმფრენს თურქული ავიაგამანადგურებლები დაედევნენ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ მის ვერტმფრენს თურქული გამანადგურებლები მისდევდნენ.
მისივე თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ ბერძნულ კუნძულზე ჩაფრინდა, სადაც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა.
საქმე ეხება კუნძულ აგატონისს, რომელსაც ალექსის ციპრასი დღეს სტუმრობდა. მისი განცხადებით, თურქული ავიაგამანადგურებლები საბერძნეთის საჰაერო სივრცეში უკანონოდ შეფრინდნენ და მის ვერტმფრენს დაედევნენ. პილოტებს მოუწიათ რამდენიმე რთული მანევრი შეესრულებინათ, სანამ ადგილზე ბერძნული ავიამოიეირიშეები გამოჩნდებოდნენ.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულების გამო წლებია, გრძელდება.