საბერძნეთის პრემიერი აცხადებს, რომ თუ ანკარა ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივი რესურსების მოკვლევის მცდელობას არ შეწყვეტს, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს
საბერძნეთის პრემიერი აცხადებს, რომ თუ ანკარა ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივი რესურსების მოკვლევის მცდელობას არ შეწყვეტს, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს

ოფიციალური ათენის განცხადებით, თუ ანკარა ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივი რესურსების მოკვლევის მცდელობებს არ შეწყვეტს, ევროკავშირმა მას სანქციები უნდა დაუწესოს.

საკითხზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან ისაუბრა, რომელიც ათენში იმყოფებოდა.

„საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ევროპის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ტოლფასია“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

თურქეთში აცხადებენ, რომ მათი კონტინენტური შელფის რეგიონის რესურსების შესწავლა მათივე უფლებაა.

ამჟამად ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, საბერძნეთის კასტელორიზოს კუნძულთან ახლოს თურქეთის ხომალდები მუშაობენ. როგორც საბერძნეთის ადგილობრივი მედია წერს, რეგიონში მობილიზებულია საბერძნეთის საზღვაო ძალებიც.

ნავტექსის“ საკონსულტაციო ჯგუფმა, თურქეთის საზღვაო ძალებს კვიპროსისა და კრეტას შორის ტერიტორიაზე სეისმოლოგიური კვლევის ჩატარების უფლება მიანიჭა, რომელიც ძალაში იქნება 20 აგვისტომდე.

„როიტერი“ წერს, რომ სეისმოლოგიური კვლევები ნახშირწყალბადის მოპოვების წინასწარი მომზადების პროცედურის ნაწილია.

როგორც საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის სეისმოლოგიური კვლევაში მოქცეული ტერიტორია საბერძნეთის კონტინენტურ შელფზეც ვრცელდება.

„ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რომლებიც ჩვენს სუვერენულ უფლებებს არღვევს და და ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.