საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მასშტაბის გაზრდაა მოსალოდნელი

09:57, 18.07.2023

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მასშტაბის გაზრდაა მოსალოდნელი.

მიცოტაკისის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად.

„დღეს იყო ამ ზაფხულის პირველი რთული დღე. ეჭვგარეშეა, რომ ტყის ხანძარი გაგრძელდება. ეს არის კლიმატის კრიზისის ერთ-ერთი ეფექტი, რომელსაც ჩვენ მზარდი ინტენსივობით განვიცდით“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტყის ხანძრები საბერძნეთისთვის დიდი გამოწვევაა. „გამოწვევაა, როგორ შეგვიძლია მათი შეკავება რაც შეიძლება სწრაფად, რათა ზარალი ნაკლები იყოს“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.

მსგავსი