საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავღანეთიდან შესაძლო მიგრაციის შესაზღუდად თურქეთის პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწია

12:34, 25.08.2021

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მან შეთანხმებას მიაღწია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ავღანეთიდან მიგრაციის შესაძლო შედინების შესაზღუდად.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი თურქეთი“ ავრცელებს.

მიცოტაკისის განცხადებით, ორივე ქვეყნის ინტერესშია, რომ შეწყდეს ავღანეთიდან კონფლიქტით დაზარალებული მიგრანტების შედინება.

ერდოღანსა და მიცოტაკისს შორის ავღანეთის საკითხზე სატელეფონო საუბარი პარასკევს შედგა.

მსგავსი