საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ხანძრების შედეგად დანგრეული სახლების აღდგენის დასაფინანსებლად სწრაფად იმოქმედებს

22:57, 05.08.2026

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მთავრობა ხანძრების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენის დაფინანსებას დააჩქარებს.

„მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამემამულეები, რომ ამჯერად კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ დანგრეული სახლების აღდგენის დასაფინანსებლად, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოქმედი კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეფასებით, ბოლოდროინდელმა ხანძრებმა დაახლოებით 11 100 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა.

მიცოტაკისის განმარტებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის დეტალურ შეფასებას და აღდგენითი ღონისძიებების გრაფიკს გარემოს დაცვის სამინისტრო წარადგენს.

„ცხადია, საუბარი მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბუნებას დავეხმაროთ, თავისი ტემპით მოახდინოს ბუნებრივი აღდგენის პროცესი“, –  აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა.

მსგავსი