საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან

საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან.

კანონს მხარი 159 დეპუტატმა დაუჭირა, 129 კი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის პარალელურად, ათენის ქუჩებში კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია 10 მოქალაქე და 7 პოლიციელი.

საბერძნეთის მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობაში აცხადებენ, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების დაბრუნებას ქვეყანაში. ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს და ამტკიცებს, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და შეიძლება შექმნას ორსაფეხურიანი სისტემა სტუდენტებისთვის.