საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საბერძნეთის პარლამენტმა კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესხებ ადგილობრივ მედია ავრცელებს.

მიცოტაკისის მთავრობას ნდობის გამოცხადებას 158 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 142 კანონმდებელმა მისცა ხმა.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას მიცოტაკისმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საბერძნეთის მოქალაქეების ცხოვრების პირობები უკეთესი გახადოს. ახალმა პრემიერმა გადასახადების შემცირებაც დააანონსა.

მისი თქმით, საბერძნეთს ექნება სტაბილურობა ქვეყნის შიგნით და ნდობა საზღვარგარეთ.
კირიაკოს მიცოტაკისმა ასევე გააკრიტიკა თავისი წინამორბედის ალექსის ციპრასის მთავრობა და მისი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვარუფაკისი. მიცოტაკისმა ციპრასის მთავრობას საბერძნეთის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიასთან სახელწოდების შეცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რომლის წინააღმდეგაც მიცოტაკისი ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოდიოდა, მან განაცხადა, რომ კვლავ მიიჩნევს, რომ ეს ცუდი შეთანხმებაა. თუმცა მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია და მისი ცალმხრივად გადახედვა შეუძლებელია.

კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალმა დემოკრატიამ“ 7 ივლისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 300-დან 158 მანდატის მოპოვება შეძლო. ყოფილი პრემიერის ალექსის ციპრასისსირიზამ“ ხმათა 31.5%-ით მეორე ადგილი დაიკავა.