საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს

10:38, 23.10.2026

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს.

აკრძალვა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ მზარდ შეშფოთებას უკავშირდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, სოციალური ქსელების პლატფორმებს ორთვე-ნახევარი აქვთ, რათა მომხმარებელთა ასაკის გადამოწმებისა და მათი პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.

საბერძნეთი ევროკავშირის იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებიც ევროკომისიასთან ერთად ასაკის გადამოწმების საერთო მექანიზმზე მუშაობენ.

მსგავსი