საბერძნეთის პარლამენტი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს
საბერძნეთის პარლამენტი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს

საბერძნეთის პარლამენტი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს. საუბარია 270 მილიარდ ევროზე, რომელიც ბერძენი დეპუტატების აზრით, გერმანიამ პირველი და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში, საბერძნეთისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უნდა გადაიხადოს.

17 აპრილს პარლამენტმა ამ მოთხოვნით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში დეპუტატები მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მთავრობას, „ყველა დიპლომატიური თუ იურიდიული საშუალებით“ მიაღწიოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

გერმანიისგან რეპარაციების მოთხოვნის პირობა ციპრასმა 2015 წელს დადო. საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ნგრევისა და ჰიტლერის ოკუპაციის გამო მიყენებული ზარალის ოდენობა 270 მილიარდი ევროა.

ბერლინში კი ამტკიცებენ, რომ ეს დავა დიდი ხნის წინ მოგვარდა და ბერლინი აღარ არის ვალდებული, საბერძნეთს კომპენსაცია გადაუხადოს.