საბერძნეთის პარლამენტი დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს განიხილავს
საბერძნეთის პარლამენტი დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი მრავალი წლის განმავლობაში, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო.
ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია 6 თებერვალს გაიმართა. ახლა ნატო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ალიანსის თითოეულმა წევრმა უნდა მოახდინოს.
ჩრდილოეთ მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდება. ნატო-ში მისი გაწევრიანება, საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის დარეგულირების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმებით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.