საბერძნეთის ნაკრებში ჰოლანდიელი სპეციალისტი დანიშნეს

18:43, 01.08.2019

ჰოლანდიელი სპეციალისტი ჯონ ვან ეტ სხიპი საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, – დაწერა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა. 55 წლის მწვრთნელთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ვან ეტ სხიპმა ამ პოსტზე ანგელოს ანასტასიადისი შეცვალა, რომელიც 15 ივლისს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. საბერძნეთის ნაკრებს მხოლოდ ოთხი ქულა აქვს ოთხ მატჩში ევრო 2020-ის შესაჩევ ტურნირზე.

ჰოლანდიელ სპეციალისტს „აიაქსსა“ და „ჯენოაში“ უთამაშია. მის ანგარიშზეა 41 მატჩი ჰოლანდიის ნაკრებში. მწვრთნელის რანგში ვან’ტ შიპს ნამუშევარი აქვს „ტვენტეში“, „აიაქსში“, „მელბურნ სიტისა“ და „ცვოლეში“.

მსგავსი