საბერძნეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია #1TVSPORT

მოახლოებული ევრობასკეტისთვის საბერძნეთის ეროვნული ნაკრების საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია.

გუნდის მთავარი ვარსკვლავი კვლავაც იანის ანტეტოკუნმპოა. კონტინენტის პირველობაზე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება 34 წლის კოსტას სლუკასი.

საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილის სპანულისია, რომელიც, ამხანაგური მატჩების მიხედვით, უპირატესობას მაღალ ტემპსა და დაცვაში ინტენსიურ თამაშს ანიჭებს.

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა:

იანის ანტეტოკუნმპო („მილუოკი ბაქსი“), კოსტას სლუკასი („პანათინაიკოსი“), კოსტას პაპანიკოლაუ („ოლიმპიაკოსი“), იანულის ლარენძაკისი („ოლიმპიაკოსი“), დინოს მიტოღლუ („პანათინაიკოსი“), პანაგიოტის კალაიძაკისი („პანათინაიკოსი“), დიმიტრის კაციეველისი („აეკი“), კოსტას ანტეტოკუნმპო („ოლიმპიაკოსი“), ვასილის ტოლიოპულოსი („პანათინაიკოსი“), ტაილერ დორსი („ოლიმპიაკოსი“), ალექსანდროს სამოდუროვი („პანათინაიკოსი“), თანასის ანტეტოკუნმპო (თავისუფალი აგენტი).

ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთი საქართველოს ნაკრების ჯგუფში ითამაშებს. ამ გუნდების შეხვედრა ლიმასოლში 31 აგვისტოს გაიმართება.