საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი - ჩვენ თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ, რადგან ფინალში ფავორიტები არ არსებობენ #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა, ანასტასიოს ბაკასეტასმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებასა და საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ყაზახეთთან თამაშმა წარმატებულად ჩაიარა, პირველმა ორმა გოლმა თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ახლა ფინალია და მნიშვნელოვანი იქნება, კონცენტრირებულად ვითამაშოთ.
ჩვენ თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ, რადგან ფინალში ფავორიტები არ არსებობენ, მაგრამ ნახევარფინალში გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს ნამდვილად გვაიმედებს.
მართალია, თბილისში სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ასეთ გარემოში საბერძნეთშიც ვთამაშობთ. პროფესიონალები ვართ და გულშემატკივრების ფაქტორი ჩვენთვის, გამოცდილი მოთამაშეებისთვის, დაბრკოლება არ იქნება.
ბოლო დროს საბერძნეთის ნაკრები პროგრესირებს და მიმაჩნია, რომ ახალა ბევრად გამოცდილი გუნდი ვართ, თუმცა ასევეა საქართველოს ნაკრებიც. ვფიქრობ, 26 მარტს საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება“, – განაცხადა ანასტასიოს ბაკასეტასმა.