პირველი არხის ექსკლუზივი | ნიკოს დაბიძასი - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თამაშს გუნდი იგებს და არა ერთი მოთამაშე #1TVSPORT
პირველი არხის ექსკლუზივი | ნიკოს დაბიძასი - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თამაშს გუნდი იგებს და არა ერთი მოთამაშე #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საბერძნეთის ნაკრების ყოფილ მცველს, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს, ნიკოს დაბიძასს. ვეტერანმა ბერძენმა ფეხბურთელმა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომლის გამარჯვებულიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

„ეს შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოსახვედრად იბრძვის და ამ ოცნების ახდენას შეეცდება, ბერძნებს კი ათწლიანი პაუზის შემდეგ დიდ ტურნირზე დაბრუნება გვსურს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე სახიფათო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ თამაშს გუნდი იგებს და არა ერთი მოთამაშე. ბერძენ ფეხბურთელებს სავსე სტადიონის წინაშე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და არ მგონია, ეს პრობლემა გახდეს. ზოგადად, ქართველები ემოციური ხალხი ხართ და კარგად ვიცით, ხვალ ამ სტადიონზე რა ატმოსფეროც იქნება“, – განაცხადა ნიკოს დაბიძასმა.

ნიკოს დაბიძასი თამაშობდა „ოლიმპიაკოსში“, „ნიუკასლში“, „ლესტერში“. საბერძნეთის ნაკრებში 1994-2004 წლებში 70 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.