პოიეტს საბერძნეთის ნაკრებში მუშაობის გაგრძელება სურს - ურუგვაელმა სპეციალისტმა ირლანდიელები უარით გაისტუმრა #1TVSPORT
პოიეტს საბერძნეთის ნაკრებში მუშაობის გაგრძელება სურს - ურუგვაელმა სპეციალისტმა ირლანდიელები უარით გაისტუმრა #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა ირლანდიის ფეხბურთის ასიციაციის შეთავაზებაზე უარი თქვა და საბერძნეთში მუშაობის გაგრძელების სურვილი დაადასტურა – იუწყება გამოცემა Sport24.

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას პოიეტთან ხუთიწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა და მწვრთნელს მიზანად 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას უსახავდა. ირლანდიელებმა პოიეტს მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცეს, მაგრამ ურუგვაელმა სპეციალისტმა საბოლოოდ ბრიტანელების შეთავაზება არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში საბერძნეთის ნაკრებმა გუსტავო პოიეტის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა (5:0) და საქართველოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა (0:0, 2:4).

გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიელები აქტიურად განიხილავდნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის კანდიდატურასაც, მაგრამ სანიოლმა ბერძნებთან მოგების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში თავს კარგად გრძნობს და წასვლას არ აპირებს.